ისრაელი ლიბანში ოპერაციის გაფართოებისთვის ემზადება. შესაბამისი განკარგულება თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა უკვე გასცა. მინისტრი ასევე აფრთხილებს ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს, რომ თუ ლიბანის ხელისუფლება არ შეაჩერებს „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმებს, ამას ისრაელი თავად გააკეთებს.
ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ „ლიბანში მოქმედების გაფართოებისთვის მოემზადონ“.
"თუ ლიბანის მთავრობამ არ იცის, როგორ გააკონტროლოს ტერიტორია და შეაჩეროს ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ დარტყმები, მაშინ ტერიტორიას ჩვენ დავიკავებთ და ამას თავად გავაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
აღნიშნულია, რომ გასულ ღამეს, „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებისკენ კიდევ ათობით რაკეტა გაუშვა.