უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰიი ნიკიფოროვმა განუცხადა.
რუმინეთში ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკუშორ დანს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ილიე ბოლოჟანს და ეწვევა F-16 ტიპის გამანადგურებლის პილოტების სასწავლო ცენტრს.