ირანში რეჟიმის ცვლილება ირანელი ხალხის ხელშია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა
„ჩვენი მისწრაფებაა, ირანელი ხალხი ტირანიის უღლისგან გათავისუფლებაში დავარწმუნოთ. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ აქამდე განხორციელებული ქმედებებით ჩვენ მათ [ირანის რეჟიმს] ძვლებს ვამტვრევთ „“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დასახმარებლად ისრაელის „ხელი კვლავ გაწვდილია“.
„თუ ირანელ ხალხთან ერთად წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ამას საბოლოოდ დავასრულებთ და ცვლილებას მოვახდენთ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ბოლო მოვლენების ფონზე მსოფლიოში ისრაელის პოზიცია მნიშვნელოვნად განმტკიცდა.