გამოკითხვის დასრულების შემდეგ ხიდაშელმა განაცხადა, რომ გამოძიებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი და თავადაც მხოლოდ ასეთ მონაცემებზე აქვს წვდომა.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების მხრიდან კითხვების დასმა ნორმალური პროცესია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
"ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი. მე ვარ კერძო პირი და წვდომა მაქვს მხოლოდ იმ ინფრომაციაზე, რომელილც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი. კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია. მე, სიმართლე გითხრათ, იქაც ვუთხარი სასამართლოში და ახლაც შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩემი ამოცანა მიღწეულია. მე მინდოდა, როგორც ხდება ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში, რომ ვიღაც საყვირს ჩაბერავს ასფრთხის შესახებ და მერე საგამოძებო ორგანოები ამ საფრთხესმოიკვლევენ, როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია - ისინი დაინტერესდნენ. თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ.
არ ვიცი, ვის რა მცდელობა აქვს. მე რომ ვერაფრით შემაშინებენ, მემგონი, ამ 32 წლის განმავლობაში, რაც ტელეეკრანებზე მხედავს ხალხი, უკვე ეს დადასტურებულია.
მართლა ვერ ვხედავ პრობლემას მოწმის სახით რომ იკითხება რამე საკითხზე, - განაცხადა ხიდაშელმა
ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც. როგორც გაირკვა, ის საქართველოში არ იმყოფება.
საქალაქო სასამართლოშ გამომძიებლების კითხვეს ამ დრომდე პასუხობს გიორგი კანდელაკი.