ირანის მიერ არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე საჰაერო თავდასხმების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უკრაინის დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის ლიდერის თქმით, მან არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული ვითარების ძირითადი ასპექტები განიხილა და სამძიმარი გამოუცხადა „ირანიდან განხორციელებული უგუნური დარტყმების“ შედეგად დაღუპულთა გამო.
„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია დახმარება ამ სიტუაციაში და სიცოცხლის დაცვის მხარდაჭერა. შევთანხმდით, რომ გუნდები ამაზე იმუშავებენ. სიცოცხლის დაცვა მსოფლიოში ყველასთვის საერთო პრიორიტეტია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი დარტყმებს ახორციელებს „არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ ფაქტობრივად, ყველაფერს - სახლებს, სავაჭრო ცენტრებს, მეჩეთებსაც კი“.