აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს ამაყობდნენ, რომ მათ 11 ბირთვული ბომბის შექმნა შეეძლოთ. ამის შესახებ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პირველ შეხვედრაზე ორივე ირანელმა მომლაპარაკებელმა პირდაპირ, უხერხულობის გარეშე გვითხრა, რომ ისინი აკონტროლებდნენ 460 კილოგრამ 60%-იან ურანს და იცოდნენ, რომ მისი გამოყენება 11 ბირთვული ბომბის დასამზადებლად შეიძლებოდა და ეს იყო მათი მოლაპარაკების პოზიციის დასაწყისი,“ - აღნიშნა უიტკოფმა.
მისი თქმით, ირანელები ამაყობდნენ იმით, რომ ამ შედეგის მისაღწევად ყველანაირი ზედამხედველობის პროტოკოლი აიცილეს თავიდან.
„ისინი ამ მასალის გასამდიდრებლად საკუთარ ცენტრიფუგებს აშენებენ. ამიტომ მათი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. მათ ამ მასალის შეუზღუდავი მარაგი აქვთ“, - თქვა უიტკოფმა.
როგორც ცნობილია, ვიდრე აშშ და ისრაელი 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, ვაშინგტონმა და თეირანმა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს. აშშ-ს სურდა, რომ ირანს ურანის გამდიდრება 10 წლით შეეჩერებინა.