უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აჩვენა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.
„ვფიქრობ, რომ პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, ისინი [რუსები] ვერ ახერხებდნენ ასადის რეჟიმის დახმარებას. ანალოგიურად, ჩემი აზრით, [რუსებმა] ახლა აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფერს წარმოადგენენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში მთელი თავისი სამხედრო ძალები კონცენტრირება მოახდინა.
„ის კი, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რათა დაინახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, - თქვა ზელენსკიმ.