ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ადასტურებს ინფორმაციას, რომ 3 ამერიკული ავიაგამანადგურებელი ქუვეითის საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ქუვეითის კუთვნილმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აშშ-ს F-15-ის ტიპის 3 ავიაგამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს.
"1-ელ მარტს, აღმოსავლეთის დროით 23:03 საათზე, სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე, სავარაუდოდ, "მეგობრული ცეცხლით" გამოწვეული ინციდენტის გამო ჩამოვარდა", - აღნიშნულია განცახდებაში.
ყველა პილოტმა კატაპულტირება მოახდინა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.