აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ ქვეყანა დაიბრუნონ.
„ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რომლებიც ხამენეიმ და მისმა სისხლისმსმელმა ბანდიტებმა მოკლეს ან დაასახიჩრეს. მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების გვერდის ავლა, ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, მას ან მასთან ერთად დაღუპულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ“, – წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.
„ჩვენ გვესმის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო, პოლიციის ძალების და სხვა უსაფრთხოების ბევრ წევრს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან იმუნიტეტს ელოდება. როგორც გუშინ ღამით განვაცხადე: „ახლა მათ შეუძლიათ, იმუნიტეტი ჰქონდეთ და მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილი ელოდებათ“. იმედია, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია ირანელ პატრიოტებთან მშვიდობიანად გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ, როგორც ერთიანი დანაყოფი, რათა ქვეყანა იმ დიდებულებას დაუბრუნდეს, რასაც იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც. თუმცა, ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დამყარება მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს ტრამპი.