რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა ირანიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები დროებით გაიყვანა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეების დახმარების მისი შესაძლებლობები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია, რადგან საელჩო დისტანციურად მუშაობს და პირადი საკონსულო მხარდაჭერა მიუწვდომელია საგანგებო სიტუაციებშიც კი.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ ჩავიდნენ ირანში.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გირჩევს, თავი შევიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. თუ თქვენ ხართ ბრიტანეთის მოქალაქე და უკვე იმყოფებით ირანში, როგორც რეზიდენტი ან ტურისტი, ყურადღებით გაითვალისწინეთ თქვენი იქ ყოფნა და მასთან დაკავშირებული რისკები“, - ნათქვამია განცხადებაში.