უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხედავს შესაძლებლობას, რომ ნოემბერში აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდეს. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს. რას ვფიქრობ სინამდვილეში მომავალ წელზე... ეს ამ თვეებზეა დამოკიდებული - გვექნება თუ არა შესაძლებლობა, დავასრულოთ ომი შემოდგომამდე. არჩევნებამდე - მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. თუ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას, მაშინ შესაძლებლობების ფანჯარა გვაქვს; ახლა ეს ფანჯარა ღიაა.“ - განცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის შუალედური არჩევნები ნოემბერში გაიმართება.
„შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე მას ჰგონია. და მე ნამდვილად მჯერა ამის. მათ ნამდვილად შეუძლიათ პუტინზე ზეწოლა. მათ შეუძლიათ ამ ომის შეჩერება“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე „რთული“ უწოდა ურთიერთობას ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ურთიერთობა „პიროვნებებს“ სცილდება.