აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით კარგ ამბებს მოელის.
Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის და ტრამპის სიძის, ჯერად კუშნერის მიერ წარდგენილი წინადადებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა მოჰყვება.
„შესაძლოა, ეს იყოს სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტის [ტრამპის] მონაწილეობით. ვნახოთ. მას არ სურს შეხვედრები, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ ამას შედეგი მიჰყვება. მას სწორედ ამის გაკეთების უნიკალური უნარი აქვს. იმედი მაქვს, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გავიგებთ“, - თქვა მან.
უიტკოფმა ასევე კომენტარი გააკეთა პუტინთან მისი შეხვედრების კრიტიკაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრების გარეშე რაიმე შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
„მჭირდებოდა პუტინის მოსმენა. მისი მოტივები, მისი მიზნები და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრებიდან ბევრი ახლა ძალიან აქტუალური ხდება. არ მგონია, რომ უკრაინელები არ ეთანხმებოდნენ ჩვენს შეფასებას. ამიტომ, მე მჯერა, რომ ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს დავასრულებთ“, - თქვა სპეციალურმა წარმომადგენელმა.