სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"სასაცილოა იმის მოსმენა, როგორ ლაპარაკობს რუსეთის წარმომადგენელი სამართალსა და საერთაშორისო სამართალზე, ოკუპაციაზე, ტერიტორიების ანექსიაზე და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე. უნდა ვარიარო თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა მისი საუბრის დროს," - თქვა სრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა.
„სინანულითა და შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ისრაელი, როგორც ოკუპანტი ძალა, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს, ასევე, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდამჭერ ნიუ-იორკის დეკლარაციას არღვევს“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.