პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ყველა პოლონელმა, რომლებიც ახლა ირანის ტერიტორიაზე იმყოფებიენ - დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა.
"რამდენიმე საათში შესაძლოა აღარ დარჩეს შესაძლებლობა პოლონელების ევაკუაციისთვის ირანიდან," - განაცხადა დონალს ტუსკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანში კონფლიქტის დაწყების შესაძლებლობა „ძალიან მაღალია“
„გთხოვთ, ამას სერიოზულად მოეკიდოთ. წარსულში ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ხალხი ამ გაფრთხილებებს უგულებელყოფდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ირანი დაუყოვლებლივ დატოვეთ ან მოგზაურობის გეგმები გააუქმეთ. ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, გამოყვანის გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.