უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა, რაზეც უკრაინა თანახმაა.
“დღეს კიდევ იქნება დელეგაციის ანგარიში - ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მერე. ჩვენებმა ამ დარტყმებზე უნდა დააყენონ საკითხი - პირველ რიგში, ამერიკულ მხარესთან, რომელიც ჩვენც და რუსეთსაც სთავაზობდა, დარტყმებისგან თავის შეკავებას. უკრაინა მზად არის. ომი არ გვჭირდება. და ყოველთვის სარკისებრ ვმოქმედებთ: ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ასევე მზად ვართ, სწრაფად ვიმოძრაოთ ომის დასრულებაზე ღირსეულ შეთანხმებისკენ. კითხვა მხოლოდ რუსებთანაა: მათ რა უნდათ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, 17 თებერვალს გამოყენებული ყველა რუსული რაკეტა და დრონი შეიცავდა ასობით კომპონენტს, რომლებსაც რუსეთი თავად არ აწარმოებს.
„თითოეული „შაჰედის“ რაკეტა შეიცავს ასობით ისეთ კომპონენტს, რომლებიც რუსეთში სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩინურს. ისინი ასევე შედის ევროპიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. არა მხოლოდ ჩვენთვის, უკრაინაში, არამედ ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეფექტურად დაბლოკონ რუსეთში იარაღის წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვები", - განაცხადა ზელენსკიმ.