შვეიცარიაში სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებთან შედარებით უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მხარეები ასევე განიხილავენ ტერიტორიის საკითხს.
სწორედ ამიტომ, როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოლაპარაკებებზე პუტინის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკის ყოფნა აუცილებელია.
პესკოვმა დასძინა, რომ მედინსკის გარდა, ჟენევაში გაემგზავრებიან საგარეო საქმეთა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი.
პესკოვის თქმით, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევიც ჟენევაში გაემგზავრება, თუმცა ის მხოლოდ შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.