"განათლებას აუქმებენ - არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
"განათლებას აუქმებენ - არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!
ეს არის ანტიეროვნული, ანტიისტორიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედება.
„ოცნებაზე“ ლაპარაკს ვერავის ვაკადრებ, მათგან ეს უკიდურესად ლოგიკურია. მთავარი პასუხისმგებლობა ახლა ჩვენზეა. უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული. სრული, სრული მობილიზება არის ჩვენი ვალი. სხვა შემთხვევაში, ხმის ამოღების უფლებაც არ გვექნება.
დიდი მადლობა ილიას და სოხუმის უნივერსიტეტებს საქართველოს ღირსების დაცვისთვის. მათი პრინციპული, ეროვნული პოზიციისთვის. ეს ტვირთი მხოლოდ მათი არ არის, ყველამ, ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ამ ურდოსგან.
ბოლომდე!" - წერს პოლიტიკოსი.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"