უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და უკრაინას შესთავაზა ომი ზაფხულის დაწყებამდე დაასრულონ.
სავარაუდოდ, ამერიკელების მხრიდან ზეწოლა აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის ასეთ ვადებთან დაკავშირებით მოსალოდნელია. ამის ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კონკრეტულად, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე, რომელიც 4-5 თებერვალს აბუ დაბიში გაიმართა.
პრეზიდენტის თქმით, ახალი სამმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა ერთ კვირაში გაიმართოს.
„ამერიკამ პირველად შესთავაზა ორი მომლაპარაკებელი ჯგუფის - უკრაინისა და რუსეთის - შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში. მაიამიში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობის სურვილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.