კიევში ამ მომენტშიც ისმის განგშის ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ახლა განგაშის სიგნალი ამოქმედდა [იმ მომენტში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა], ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. ვფიქრობ, ეს თქვენთვისაც და ჩემთვისაც ნათელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მათი შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
„როგორი იყო საუბრის ხასიათი და რაზე ისაუბრეს? ყველაფერზე ისაუბრეს. ფიქრობენ, რომ ინფორმაცია ძალიან სენსიტიურია. მათ სურთ ჩამოვიდნენ [უკრაინის დელეგაცია] და დეტალური ინფორმაცია მომაწოდონ. შემდეგ მე შევძლებ თქვენთან კომუნიკაციას და იმის გაგებას, თუ სად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს; ჩვენ უფრო სწრაფი შედეგი გვინდა. თუ შემდეგი შეხვედრა გაიმართება, მაშინ არსებობს დიალოგის გაგრძელების შანსი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.