ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე გამოაცხვეს - კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„სასურსათო პროდუქციის, საწვავის და მედიკამენტების ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო.
უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე გამოაცხვეს - კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!
„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს. დასავლეთს, კაპიტალიზმს და ევროპულობას ამოფარებული ბოლშევიკური სლოგანები კი ძალიან კარგად ამხელს ამ აგენტურას.
დღეს კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა და ამით საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან საჯარო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს“,- წერს წილოსანი.