ამერიკელი მილიარდელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას ეხმიანება.
„ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია“, - წერს მასკი.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილონ მასკს რუსებისთვის Starlink-ის გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდა.
„დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლი ხელს რუსებს Starlink-ის გამოყენებაში უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისთვის? ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი“, – განაცხადა სიკორსკიმ.