პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მიმართავს და რუსებისთვის „სტარლინკის“ გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს“, - დაწერა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე.
სიკორსკი სოციალურ ქსელში ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშს აზიარებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსები ილონ მასკის „სტარლინკების“ თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.