უკრაინის დელეგაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში წარუდგინა. ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ახალი სამმხრივი შეხვედრები მზადდება.
ანგარიშის თანახმად, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, ძირითადად სამხედრო საკითხები, რომლებიც აუცილებელია ომის დასასრულებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ ასევე განიხილეს რთული პოლიტიკური საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. გააანალიზეს მხარეთა ძირითადი პოზიციები.
„მე განვსაზღვრე შემდგომი დიპლომატიური მუშაობის ჩარჩო. ჩვენ ამ კვირაში ახალი სამმხრივი შეხვედრებისთვის ვემზადებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს „განხილული იყო 20-პუნქტიანი გეგმა და პრობლემური საკითხები. ბევრი პრობლემური საკითხი იყო, მაგრამ ახლა ისინი უფრო ნაკლებია“.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ასევე მზად უნდა იყოს კომპრომისზე წასასვლელად უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების დროს.