იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, შეცვალოს „მშვიდობის საბჭოს“ კონფიგურაცია, რათა რომმა შეძლოს შეუერთდეს აღნიშნულ ინიციატივას.
რომში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მელონიმ განაცხადა, რომ იტალია დაინტერესებულია „მშვიდობის საბჭოს წევრობით, თუმცა მას არ შეუძლია შეუერთდეს გარკვეული ასპექტების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ეს შეშფოთება აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარა.
„მე მჯერა, რომ ჩვენთვის ინიციატივის სტრუქტურირებასთან დაკავშირებით ობიექტური კონსტიტუციური პრობლემები არსებობს და მე მას ვთხოვე, მზად ყოფილიყო ამ კონფიგურაციის გადახედვისთვის, რათა დააკმაყოფილოს არა მხოლოდ იტალიის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების საჭიროებებიც“, - განუცხადა მელონიმ ჟურნალისტებს.
იტალიის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანას შეუძლია შეუერთდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „ხალხებს შორის მშვიდობასა და სამართლიანობას“, მხოლოდ „სხვა სახელმწიფოებთან თანასწორი პირობებით“, რაც შეუთავსებელია „მშვიდობის საბჭოში“ აშშ-ის პრეზიდენტის ერთპირივნულ ლიდერობასთან.
იტალიის მთავრობის მეთაურის პოზიციას ფრიფრიხ მერციც დაეთანხმა.
„რაც შეეხება მშვიდობის საბჭოს, პირადად მე მზად ვიქნები შევუერთდე მას, თუ ის ღაზაში მიმდინარე პროცესს თან ახლავს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ამჟამინდელ მმართველობით სტრუქტურებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.