კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის არმიამ დონბასის მთელი ტერიტორია უნდა დატოვოს.
„რუსეთის პოზიცია კარგად ცნობილია, რომ უკრაინამ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ისინი იქიდან უნდა გაიყვანონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხის ნაწილი, შესაძლოა, დონბასში ომის დროს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად გამოიყენონ.
„პუტინმა ასევე თქვა, რომ ის შეიძლება დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე. ამ კონტექსტში ახლა ერთი რამის თქმა შემიძლია: დონბასში მდებარე ტერიტორიებს საბრძოლო მოქმედებების დროს მართლაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.