დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ტერიტორიული საკითხი, პირველ რიგში, დონბასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია. ამ საკითხს უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები დღეს აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილავენ,„დონბასის საკითხი საკვანძოა. ამ საკითხს, თუ როგორ ხედავს ამას სამი მხარე, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში განიხილავენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დავოსში, აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე და ამ შეხვედრას პოზიტიური უწოდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი მზადაა ხელმოწერისთვის და ის თარიღის და ადგილის დასახელებას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტისგან.