აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეიმუშავებს გეგმას გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომლითაც ნატო კმაყოფილი იქნება.
ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ რამეს, რომლითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუმცა ეს უსაფრთხოების მიზნით გვჭირდება. ეს ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვისაც გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნული გეგმის შესახებ სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.