უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბარი გამართა. საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და „ომის დასრულებისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევა“.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრე უკრაინაში ენერგეტიკულ სიტუაციაზე, სადაც რუსული თავდასხმები საშინელ ადამიანურ ტანჯვას იწვევს, ასევე ომის დასრულების მიმდინარე ძალისხმევაზე.
ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს მიიღოს ის მხარდაჭერა, რაც მას დღეს თავდაცვისთვის და საბოლოოდ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სჭირდება“, - დაწერა რუტემ სოციალურ ქსელში.