ოთხშაბათს, 14 იანვარს, ევროკომისიამ მიიღო საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი მიიღოს 2026 და 2027 წლებში ფინანსური და სამხედრო საჭიროებების დასაფარად.
„ეს წინადადება ითვალისწინებს 90 მილიარდი ევროს ორ ნაწილად გაყოფას. ერთი მესამედი, ანუ 30 მილიარდი ევრო, ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება. 90 მილიარდი ევროს ორი მესამედი, ანუ 60 მილიარდი ევრო - სამხედრო მხარდაჭერას“, - განმარტა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე, განცხადების თანახმად, ევროკომისია სესხის დასაფარად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების უფლებას იტოვებს.