ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახონ რაჩასიმას პროვინციაში მოხდა, როდესაც სამშენებლო ამწე მატარებლის სამ ვაგონს დაეცა, რის შემდეგაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.
„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.