გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი ბოლო დღეებსა და კვირებს ითვლის.
ეს განცხადება მან ინდოეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და განაცხადა:
„თუ რეჟიმს ხელისუფლებაში მხოლოდ ძალის გამოყენებით შენარჩუნება შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად მარცხის პირასაა.
მე მჯერა, რომ ახლა ამ რეჟიმის ბოლო დღეებისა და კვირების მომსწრენი ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, მას მოსახლეობაში საარჩევნო ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მოსახლეობა ახლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ჯანყდება,“ - თქვა მერცმა.