უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს.
ზელენსკიმ მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულება და ორი ქვეყნის პრეზიდენტებისთვის განსახილველად წარდგენა დაავალა.
ზელენსკიმ დაწერა, რომ მან და მისმა გუნდმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრების გრაფიკი განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის „შესაძლო ხელმოწერის“ საკითხი.
პრეზიდენტმა ასევე დაავალა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს, ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკას და ეკონომიკის მინისტრ ოლექსეი სობოლევს, წარმოადგინონ უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მომავალი შეთანხმებების „ყველა ეკონომიკური ასპექტის ექსპერტიზა“.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსული მხარისგან „მკაფიო უკუკავშირს“ ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ გვესმის, რომ ამერიკული მხარე რუსეთთან ომის დასრულების ძირითად პოლიტიკურ ჩარჩოსთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებს.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა და რუსეთისგან უნდა იყოს მკაფიო უკუკავშირი იმის შესახებ, მზად არიან თუ არა ისინი ომის რეალისტური პირობებით დასასრულებლად. თუ ასეთი მზადყოფნა არ არსებობს, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.