ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ელაპარაკა. ამის შესახებ Axios ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, ასევე განიხილეს მხარეთა შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს დღეებში.
Axios-ის წყაროები ვარაუდობენ, რომ ირანი ცდილობს შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის შემსუბუქებას დონალდ ტრამპის მზადყოფნის ფონზე, ძალის გამოყენებით დაუჭიროს მხარი ირანელ მომიტინგეებს.
აშშ-ის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ სტივ უიტკოფმა და აბას არაღჩიმ ინფომაციების გაცვლა დაიწყეს აშშ-ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დროს და კონტაქტი განაგრძეს აშშ-ის ძალების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგაც კი.
„ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის საკომუნიკაციო არხი ღიაა და შეტყობინებები საჭიროებისამებრ იცვლება“, - განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაღაიმ ჟურნალისტებს.