კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
„ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას“, - აღნიშნულია განცხადებაში.