ირანის პარლამენტის (მეჯლისი) სპიერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აშშ-ს, თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო თავდასხმით დაემუქარა. ამის შესახებ მან მეჯლისის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელსა და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების გარდა, ირანი ასევე აწარმოეს ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სამხედრო-ტერორისტულ ბრძოლას.
მისივე თქმით, აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი დარტყმას იაყენებს ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ობიექტებს ახლო აღმოსავლეთში.
"აშშ-ის სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, ორივე, როგორც მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები (გულისხმობს ისრაელს - რედ.), ასევე ამერიკული სამხედრო და საზღვაო ბაზები ჩვენი ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან", - განაცხადა მან.
მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეთა დახოცვას თუ განაგრძობს, აშშ რეაირებას მოახდენს.