ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააერთიანოს თავისი თავდაცვის ინდუსტრია და წინ წაიწიოს ევროპული არმიის შექმნისკენ.
ალბერესმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე გლობალურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ვენესუელასთან და გრენლანდიასთან დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით ჩანს ,„საერთაშორისო წესრიგის წესების შეცვლის მცდელობა“.
მისი თქმით, სწორედ ახლა, ევროპამ უნდა აღიაროს „თავისი ძალა“ და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი პრინციპები, რომლებიც კონტინენტზე ომის თავიდან აცილებას გულისხმობს.
მინისტრმა სინანული გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის „ათწლეულების განმავლობაში ძლიერი ალიანსის“ შემდეგ, რომელიც ორივე მხარისთვის საერთო ღირებულებებსა და სარგებელზე იყო დაფუძნებული, დონალდ ტრამპის მთავრობას „განსხვავებული შეხედულებები“ აქვს.
ამ პოზიციის გათვალისწინებით, ის ამტკიცებს, რომ ევროპელები არ უნდა „შეურიგდნენ ამას“.
ამავდროულად, მას არ სჯერა, რომ ტრამპის მუქარა ნატო-ს კოლაფსს გამოიწვევს.
„მე ამას ჰიპოთეზადაც კი არ მივიჩნევ“, - აღნიშნა ალბარესმა.