მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ინტერნეტზე წვდომა შეწყვიტა, რადგან მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, დღეს ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მასობრივად და სასტიკად გეგმავს პროტესტის ჩახშობას და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ კომუნიკაციის ძლიერი შეფერხებები ფიქსირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვრცელდება ცნობები, რომ თეირანში აიათოლას რეჟიმის სამთავრობო ფუნქციის მქონე რამდენიმე შენობაში ხანძარია.
გოლესტანის პროვინციაში ადგილობრივების ცნობებით, პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი და დაკავებულია 2 000-ზე მეტი დემონსტრანტი