უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფები თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის სოფელ კოტელის მახლობლად მდებარე ნავთობბაზას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობბაზა გამოიყენება ოკუპანტი არმიის საწვავით მომარაგებისთვის.
რეზერვუარებზე დარტყმების შედეგად, ობიექტზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა.
ასევე აღინიშნულია, რომ მტრის ლოჯისტიკის ჩაშლის მიზნით, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბომბეს დამპყრობლების მე-20 მოტომსროლელი დივიზიის დანაყოფის მარაგის შემცველი საწყობი.
ორივე შემთხვევაში მიყენებული ზიანის მასშტაბი დგინდება.
„გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის იაროსლავის ოლქში, „ტემპის“ სტრატეგიული რეზერვის ნავთობის საცავში დაზიანდა RVS-5000 ტიპის ვერტიკალური საცავის ორი ავზი“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.