ვენესუელამ აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა გააკეთა.
„მე გადავწყვიტე შვიდდღიანი გლოვა გამოვაცხადო“, - განაცხადა როდრიგესმა.
მან აღნიშნა, რომ მსხვერპლებმა სიცოცხლე შესწირეს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს. მან დასძინა, რომ ვენესუელის ხელისუფლება და ხალხი მათი მადლიერია.
ვენესუელის მთავრობის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოცზე მერი ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა.
მანამდე, კუბის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 32 კუბელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა, რის გამოც ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.