ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ მზადაა, აიღონ ვალდებულება პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სისტემის მიმართ, რომელიც ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ძალაში შესვლისთანავე.
„ჩვენ ახლახან გავმართეთ პარიზში „მსურველთა კოალიციის“ პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სისტემაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლისთანავე გააქტიურდება.
ევროკავშირი წვლილს შეიტანს იმ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, რომლებიც უკრაინას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობისთვის ნებისმიერი შეთანხმებისთვის.
უკრაინის გაწევრიანების გზაზე წინ წაწევის მხარდაჭერა, რაც მისი სამომავლო კეთილდღეობის მთავარი ელემენტია.
შემდეგი ორი წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში დახმარება 90 მილიარდი ევროს სესხით, რომელზეც ევროპული საბჭო გასულ დეკემბერს შეთანხმდა. ამ დაფინანსების ნაწილი მხარს დაუჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, აგრესიის წინააღმდეგ დაცვის პირველ ხაზს.
დავეხმარებით მიწაზე ჩვენი ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებით.უკრაინა შესაძლო ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს - ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და მის შემდეგ," - წერს კოშტა - X-ში.