ჩვენი მიზანი ნათელია: უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
"დღეს პარიზში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა იმართება.
ჩვენი მიზანი ნათელია: უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა.
ძლიერი უკრაინული შეიარაღებული ძალებით, რომლებსაც შეუძლიათ მომავალი თავდასხმების შეკავება, მრავალეროვნული ძალებით შეკავებისთვის და მხარდაჭერის ვალდებულებებით, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის მიერ მომავალი თავდასხმის შემთხვევაში.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტი, ასევე ჩვენი ტრანსფორმაციული კეთილდღეობის შეთავაზების ცენტრალური საყრდენი", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.