აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, რომ გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ამერიკული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.
ამის შესახებ მილერმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„პრეზიდენტი თვეების განმავლობაში ნათლად ამბობდა: შეერთებული შტატები უნდა იყოს ქვეყანა, სადაც გრენლანდია ჩვენი საერთო უსაფრთხოების აპარატის ნაწილი იქნება.
უბრალოდ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს იყო აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიცია ამ ადმინისტრაციის დაწყებიდან და, გულწრფელად რომ ვთქვათ, წინა ტრამპის ადმინისტრაციის დროიდანაც: გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების ნაწილი. პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ნათლად საუბრობდა“, - განაცხადა მილერმა.
წამყვანმა მას რამდენჯერმე ჰკითხა შეუძლია თუ არა მას გამორიცხოს სცენარი, რომლის დროსაც აშშ გრენლანდიას ძალის გამოყენებით დაიკავებს. მილერმა თავი აარიდა კითხვას, მაგრამ ეჭვქვეშ დააყენა კუნძულზე დანიის კონტროლის ლეგიტიმურობა.
„რეალური კითხვა ასეთია: რა უფლებით აცხადებს დანია გრენლანდიაზე კონტროლს? რა უდევს საფუძვლად მათ ტერიტორიულ პრეტენზიებს? რა უფლებით არის გრენლანდია დანიის კოლონია?“
შეერთებული შტატები ნატო-ს ძალაა.
იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიცვას არქტიკის რეგიონი, დაიცვას ნატო-ს და ალიანსის ინტერესები, ცხადია, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ზესახელმწიფო ვართ და პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ზესახელმწიფოს მსგავსად ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა მილერმა.