უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებაზე დაყრდნობით იუწყება.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „A“-ს ხელმძღვანელი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან ვასილი მალიუკთან გამართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნვის კანდიდატები.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მალიუკი გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში უკრაინის ასიმეტრიულ ოპერაციებზე ოკუპანტებისა და რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.