ჩინეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პირველი ლედი სილია ფლორესი. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
„ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, შეწყვიტოს ვენესუელის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები და ეს საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ის ქმედებები აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელ ძირითად ნორმებს, ასევე გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს“.