რუსებმა ხარკოვზე მორიგი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.
ამის შესახებ ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის სლობოდის რაიონის სამრეწველო ზონაში ორი დარტყმა განხორციელდა.
მოგვიანებით, ტერეხოვმა ორი შეტყობინება დაამატა: „მესამე სარაკეტო დარტყმა ქალაქზე. მეოთხე სარაკეტო დარტყმა ხარკოვზე“.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ხარკოვში მტრის დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.