უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატი სერჰიი კისლიცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშნა.
ბოლო დრომდე კისლიცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ის ასევე უკრაინის დელეგაციის წევრია, რომელიც მონაწილეობას იღებს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შეერთებულ შტატებთან და უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
კისლიცა 2020 წლის თებერვლიდან 2025 წლის თებერვლამდე გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი იყო.
შეგახსენებთ, 2 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი კირილო ბუდანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.