შაბათს დილით, ვენესუელაზე აშშ-ის ოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამის შესახებ New York Times ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. თუმცა, მან მიანიშნა, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა.
გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ ამერიკულ ვერტმფრენებს, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ევაკუაციისთვის მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.
მისი თქმით, ერთი ვერტმფრენი დაზიანდა, მაგრამ „ფრენისთვის ვარგისი დარჩა“, ყველა ამერიკული თვითმფრინავი „სახლში დაბრუნდა“.
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით ექვსი ჯარისკაცი დაიჭრა.
გამოცემა ასევე ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმების შედეგად სახლები დაკარგეს.