უკრაინის ხელისუფლება ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მოვლენების შემდგომ განვითარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ვენესუელელების ინტერესების შესაბამისად.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინამ არ აღიარა მადუროს ლეგიტიმურობა არჩევნებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შემდეგ.
„უკრაინა თანმიმდევრულად იცავს ხალხების უფლებას, იცხოვრონ თავისუფლად, დიქტატურის, ჩაგვრისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გარეშე. მადუროს რეჟიმმა ყველა ეს პრინციპი ყველა ასპექტში დაარღვია...
...მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია აღნიშნავენ მისი რეჟიმის მასობრივ დანაშაულებს, ძალადობას, წამებას, ჩაგვრას, ყველა ფუნდამენტური თავისუფლების დარღვევას, არჩევნების მოპარვას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განადგურებას.
ვენესუელელ ხალხს უნდა ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ადამიანური ღირსების შანსი. ჩვენ გავაგრძელებთ მათი უფლების მხარდაჭერას ასეთი ნორმალურობის, პატივისცემისა და თავისუფლების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ შემდგომ განვითარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ვენესუელელების ინტერესების შესაბამისად,“ - განაცხადა სიბიჰამ.