ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის მხარდამჭერ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელიც სამშაბათს, 2026 წლის 6 იანვარს, პარიზში გაიმართება. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს. განსახილველ თემებს შორისაა კოალიციის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და სამშვიდობო წინადადებაზე მოლაპარაკებები, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.