ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.
„აშშ-ის უპატივცემულო პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოფიციალური აღიარების შედეგად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განლაგებული აშშ-ის ყველა ბაზა და მათი შეიარაღებული ძალები ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე გახდება ნებისმიერი შესაძლო ამერიკული ავანტიურის საპასუხოდ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურები ვერ ახერხებენ პროტესტების შეიარაღებულ შეტაკებებად გადაქცევას, თავად ირანი კი„არასდროს ადარებს მომიტინგეებს უცხოელ აგენტებს“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონად ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.
ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.